საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ სასტუმროებს უკვე დღეს სჭირდებათ პასუხი, შეძლებენ თუ არა მუშაობის განახლებას თებერვლიდან და მიიღონ თუ არა ჯავშნები.
მთავრობამ დადგენილებით განსაზღვრა ის მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ნაწილობრივ დაუსუბსიდირდებათ. სუბსიდირება ეხება ელექტროენერგიის ძველ და ახალ სამომხმარებლო ტარიფებს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მთავრობამ ბიზნესისთვის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეიმუშავა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია სახელმწიფოსგან 120 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, გაცემულმა თანხამ კი 36 მილიონ ლარს გადააჭარბა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფოსგან 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და…
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება 3.3028 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.2766 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0262 შეადგინა.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურება მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალია, რაც მაღალკვალიფიციური ადამიანების მიზიდვის საშუალებას არ იძლევა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გამრიცხველიანებულ აბონენტებს 1მ³ წყლისთვის 17 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებელ აბონენტებს სულზე დაახლოებით…
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის 3.5 თეთრით იზრდება.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით ელექტროენერგიის ტარიფები გაიზრდება, რაც ენერგეტიკის სექტორში არსებული მძიმე მდგომარეობით არის განპირობებული. ამ საკითხზე დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11