weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანახმად, მოსალოდნელია, რომ საქართველოში „ტურიზმის შოკი“ ხანგრძლივი იქნება და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2024 წლისთვის დაუბრუნდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ხსნის ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესით, რომელიც, მისი თქმით, რადიკალიზმით ხასიათდება. როგორც მაჭავარიანი ამბობს, ლარის გაუფასურებისთვის სხვა ობიექტური პირობა ამ მომენტისთვის არ არსებობს.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა მოუწოდებს დამსაქმებლებს, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ მათმა თანამშრომლებმა სახლიდან იმუშაონ. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, ასეთი მითითება უკვე მისცეს საჯარო სექტორს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2988 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.2438 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 5.5 თეთრით გაუფასურდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან „რთველი 2020“-ის ფარგლებში მაქსიმალური ძალისხმევა იყო გაღებული, რომ მევენახე ფერმერებს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შექმნოდათ და მათ ხარჯების…

„ვისოლ ჯგუფის“ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში „ლოკდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება.

„ვისოლ ჯგუფის“ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახსენა, რომ ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება გაგრძელდება.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ბინესსექტორმა ორი საკითხი დააყენა. ფხაკაძის თქმით, ორივე თხოვნა ნაკარნახევია ძირითადად იმით, რომ დამსაქმებლებმა სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლონ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან - ნაკრები 2₾, ნაკრები 5₾ და ნაკრები 10₾ ერთ-ერთი. თითოეული ნაკრები პირველადი, ხშირად მოხმარებადი და განმეორებადი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]