weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით ე.წ. სოციალური რეისი შესრულდება. თურნავას თქმით, მთავრობამ გაითვალისწინა იმ სტუდენტების თხოვნა, რომლებიც გერმანიაში სწავლობენ და გერმანიაში ჩასვლა დაწყებამდე სურთ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში ამჯერად თუშეთს ეწვია და გასტროტურში მიიღო მონაწილება. მინისტრი საქართველოში მოგზაურობისკენ მოქალაქეებსაც მოუწოდებს.

ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა თბილისში აქცია – „გადავარჩინოთ ტურიზმი“ გამართეს. მათი მოთხოვნაა, რაც შეიძლება მალე აღდგეს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ე.წ. წვანე ზონის ქვეყნებთან და გაუქმდეს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია-მსვლელობაში…

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტზე 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (5 539 ტონა).

რუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება. 14 ივლისს, 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 20 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი.

დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალ საწარმო, რომელიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე.

აქ.ახლა, აგრობიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ღვინის წარმოებაში ჩართულ პირებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ინიციატივის მიზანი მეღვინეების საქმიანობის გამარტივება და მათთვის შესაძლებლობის მიცემაა,…

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ავიარეისები დაინიშნება. ფრენები კვირაში ორჯერ – ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

საქართველოს მთავრობის 10 ივლისის დადგენილებით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ერთი წლისა და შვიდი თვის შემდეგ დაადგინა, რატომ გაძვირდა პური 2018 წლის 10 დეკემბერს. სააგენტოს განცხადებით, პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრული, დანახარჯებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]