საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. ამ თანამდებობაზე ის 2019 წლის აგვისტოდან მუშაობდა.
„ვიზამ“ კავკასიის რეგიონში, დიჯიტალ ბანკინგის მიმართულებით, თავისი პირველი სტრატეგიული პარტნიორობისთვის, „სფეისი“ შეარჩია. თანამშრომლობის მიზანია, ინოვაციური საბანკო პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თბილისი, 2019 წლის 14 ნოემბერი.…
3D მოდელირებისა და კადასტრის შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დუბაის მიწის რეგისტრაციის დეპარტამენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს, ლი სიაოპენგს შეხვდა. ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე.
მსოფლიოში უმსხვილესმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო. პირველი პირდაპირი ფრენა Ryanair-მა ქუთაისის მიმართულებით 7 ნოემბერს მარსელიდან განახორციელა.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2019 წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება.
„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. Park Home „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ყველაზე დიდი საკუთარი 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცით ვაკეში. კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს…
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. პროექტის თანახმად, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უზრუნველყოფს საწარმოსთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენებას/რეკონსტრუქციას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო მას ყურძნის გადასამუშავებლად საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების…
თიბისიმ და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმება კომპანიებს შორის 3 წლიან თანამშრომლობასა და მთის კურორტების მომავალი გეგმების ერთობლივად განხორციელებას ითვალისწინებს.
2020 წლისთვის ევროპაში პირველ და მსოფლიოში 30 ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა ვებგვერდმა travellemming.com. გამარჯვებული ქვეყნების ჩამონათვალი საქართველოთი იწყება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11