საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლის წესები შეიცვალა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელი სამი მსხვილი კომპანიის „კულას“, „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ და „კასპის საკონსერვო ქარხნის“ ხელმძღვანელებს შეხვდა.
თიბისი ეროვნული ბანკის მიერ პასუხისმებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებას ეხმაურება. ცვლილებების თანახმად, გადახდისუნარიან მოსახლეობას სესხის აღება გაუმარტივდება. გარდა ამისა, ცვლილებები შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და დაკრედიტების პროცესს მეტ ეფექტიანობას მისცემს.
სატვირთო გადაზიდვების სტაბილურობის მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ მზად არის ნებისმიერი ტვირთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე - ბათუმის, ფოთისა და თბილისის ტერმინალებიდან უმოკლეს ვადებში, კონკურენტუნარიანი ტარიფებით სატრანზიტო-საკონტეინერო გადაზიდვები განახორციელოს აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და სომხეთის…
„მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟიური მოთხოვნით, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება 3.0118 ლარი გახდა. კურსი რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9942 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0176 შეადგინა.
ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით, 2020 წლის პირველ ნოემბრამდე, კერძოდ, განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი) ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის…
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სულ მცირე 2 კვირით დაკეტვის მიზეზად ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჩეხი ტურისტისთვის კორონავირუსის დადასტურების ფაქტს ასახელებს, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა.
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. მთავრობის განკარგულებით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა. აქედან, წელს, 4 მილიონი ლარის სამუშაო…
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ, მიმდინარე წლის იანვრისა და თებერვლის თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1,88 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11