weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

არქტიკაში გამოჩნდა ლანდშაფტი რომელიც 40 000 წელია არავის უნახავს

11:51 ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019

კანადის არქტიკაში მყინვარების უკან დახევის შედეგად გამოჩნდა ლანდშაფტი, რომელიც ბოლო 40 000 წლის განმავლობაში ყინულით იყო დაფარული. კოლორადოს უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ, ეს საუკუნე ამ რეგიონში ყველაზე თბილია ბოლო 115 000 წლის განმავლობაში.

გრენლანდიის დასავლეთით, კუნძულ ბაფინის მიწაზე შეგროვებულ მცენარეთა ნიმუშების ასაკის დასადგენად მკვლევართა ჯგუფმა რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდი გამოიყენა. უკვე რამდენიმე ათწლეულია, ამ კუნძულზე ტემპერატურის განსაკუთრებული მატება ფიქსირდება.

კვლევის ავტორის, სიმონ პენდლეტონის განცხადებით, არქტიკა ამჟამად დედამიწის დანარჩენ ნაწილზე 2-3-ჯერ უფრო სწრაფად თბება, შესაბამისად, მყინვარები და ყინულოვანი საფარიც უფრო სწრაფად დნება.

ბაფინის მიწა მსოფლიოში მეხუთე უდიდესი კუნძულია. ლანდშაფტში დომინირებს ღრმად შეჭრილი ფიორდები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია მაღალი ჩაშვებული პლატოებით. ცივი პლატოების თხელი ყინული ბუნებრივი ცივი საცავის როლს ასრულებს, რომლებიც უძველეს ხავსებსა და ლიქენებს ათასობით წლის განმავლობაში ინახავს თავდაპირველ პოზიციაში, როდესაც ისინი იზრდებოდნენ.

გასული წლის აგვისტოში, ბაფინის მიწის 30 სხვადასხვა მყინვარულ ქუდზე მეცნიერებმა 40 მცენარის ნიმუში შეაგროვეს. ასაკისა და ამ ლანდშაფტის ყინულოვანი საფარის ისტორიის გასარკვევად, თითოეულ ადგილზე მათ ასევე აიღეს კვარცის ნიმუშები. ლაბორატორიებში ჩატარებული რადიონახშირბადული დათარიღების შედეგად გაირკვა, რომ 30 სხვადასხვა მყინვარზე შეგროვებული ეს მცენარეები ყინულით გამუდმებით იფარებოდნენ სულ მცირე ბოლო 40 000 წლის განმავლობაში.

როდესაც მკვლევრებმა ბაფინისა და გრენლანდიის მყინვარული ქუდების აღდგენილი ტემპერატურული მონაცემები ამჟამინდელს შეადარეს, გაირკვა, რომ ახლანდელი ტემპერატურა რეგიონში ყველაზე მაღალია ბოლო 115 000 წლის განმავლობაში. თუ პროცესი ასე გაგრძელდა, უახლოეს რამდენიმე საუკუნეში კუნძული ბაფინის მიწა ყინულისგან სრულიად თავისუფალი გახდება.

 

მსგავსი სტატიები:

გლობალური დათბობის წყალობით ანტარქტიდამ გამწვანება დაიწყო

არქტიკაში ასობით ტბა უკვალოდ ქრება

ანტარქტიდა ექვსჯერ უფრო მეტ ყინულს კარგავს ვიდრე 40 წლის წინ

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]