weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ ქობულეთის მერიას მუსლიმთა პანსიონატისთვის მომსახურების გაწევა დაავალა

16:58 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთის მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე სახალხო დამცველის სრჩელი სრულად დააკმაყოფილა და ქობულეთის უნიციპალიტეტის მერიას პანსიონატისთვის წყალარინების (კანალიზაციის) მომსახურების გაწევა დაავალა.

სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციის შეუსრულებლობას ეხებოდა. სასამართლოში სახალხო დამცველის მიერ ინიცირებულ დავაში პანსიონატის ადმინისტრაციას ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენდა.

EMC-ის ინფორმაციით, შპს „ქობულეთის წყალი“ (რომელიც მუნიციპალური საწარმოა) და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია 2014 წლის შემდეგ არ უზრუნველყოფენ მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატისთვის წყალარინების (კანალიზაციის) მომსახურების გაწევას, რაც სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციულ მოპყრობად შეფასდა.

სახალხო დამცველმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და პანსიონატისთვის სერვისის გაწევა, ასევე თანასწორობის საკითხებზე თანამშრომლებისთვის საგანამანათლებლო-ინფორმაციული ღონისძიებების ჩატარება დაავალა. სახალხო დამცველის რეკომენდაცია მერიამ არ შეასრულა, რის გამოც კანონით დადგენილი წესით სახალხო დამცველმა მას სასამართლოში უჩივლა.

ადგილობრივი თვითმმართველობა სახალხო დამცველის რეკომენდაციის შეუსრულებლობას მხარეებს შორის ესკალაციის თავიდან აცილების ინტერესით ასაბუთებდა.

„დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ჯერჯერობით არ ჩაბარებიათ, შესაბამისად, მისი სრულყოფილი სამართლებრივი შეფასება ამ დროისთვის რთულია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ საქმე იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც სახალხო დამცველმა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მისი რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო სასამართლოს მიმართა“, - განაცხადეს EMC-ში.

EMC მიიჩნევს, რომ არსებითია ქობულეთის მერიამ დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვტილება და მისი გასაჩივრებით პროცესის გაჭიანურება არ მოახდინოს; გარდა ამისა, მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უნდა მიიღონ კომპლექსური ზომები პანსიონის ადმინისტრაციის და ბენეფიციარების უფლებების აღდგენისა და კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის მიზნით. 

2014 წლის სექტემბრიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო, მუსლიმი თემი ქობულეთში მოსწავლეების პანსიონატის გახსნას ვერ ახერხებს. 2014 წლის 10 სექტემბერს, პანსიონატის გახსნაზე პროტესტის გამოსახატად ადგილობრივებმა პანსიონატის კარს ღორის თავიც მიაჭედეს.

პანსიონატის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა, პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]