weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გამოძიება უნდა დაიწყოს, ხდება თუ არა ციხეში ფარული მიყურადება – სახალხო დამცველი

19:13 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018

„ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები და გარკვეული უნდობლობაც თუნდაც ბოლოს გავრცელებული ჩანაწერის მიმართ. მეც მაქვს ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას გაუჩნდა“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პროკურატურის მიერ გავრცელებულ იმ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანისა და „ქათული ოცნების“ დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს ასახავს.

ნინო ლომჯარია ითხოვს, პასუხი გაეცეს შეკითხვას, ხდება თუ არა ციხეებში პატიმრისა და მესამე პირების საუბრის ფარულად ჩაწერა.

„მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ გარემოებაზე, რაზეც პოლიტიკოსები არ საუბრობენ. მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრისა და მესამე პირების საუბრის ფარული  მიყურადება.

წესით, ეს შეხვედრები და საუბრები უნდა იყოს კონფიდენციალური. ეს მიანიშნებს, რომ ციხეში ამ თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები არსებობს“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

„რუსთავი 2“-მა და მთავარმა პროკურატურამ სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნეს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]