weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

პასუხი უნდა აგოს ყველამ იქნება ეს პოლიციელი თუ აქციის მონაწილე – ლომჯარია

21:11 ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018

საქართველოს სახალხო დამცველმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს ყველამ, იქნება ეს პოლიციელი თუ აქციის მონაწილე.

როგორც ნინო ლომჯარიამ თქვა, მისი ინფორმაციით, 16 დეკემბრის ინციდენტების შედეგად 4 მოქალაქე და 10 პოლიციელი დაშავდა.

„ვფიქრობ, ამ ფაქტებს სჭირდება გამოძიება და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის მიხედვით, იქნება ეს პოლიციელი თუ აქციის მონაწილე. ამ საკითხთან დაკავშირებით შსს-ს, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალურ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს ობიექტური მიდგომა. რა თქმა უნდა, ველოდებით გამოძიებას, ველოდებით შესწავლას, ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი პოლიციელთა მხრიდან, ასევე, აქციის მონაწილეების მხრიდან, როცა ისინი გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებს“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებაზე და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვება.

„რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამ პროცესში, თუ მას დასჭირდება დახმარება, ან ექნება კონკრეტული არგუმენტაციები, რომ არ უნდა მომხდარიყო დევნა მის მიმართ, ამ საკითხს შევისწავლით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]