weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ

11:21 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018
ფოტოზე თამთა მიქელაძე ფოტოზე თამთა მიქელაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცრაზმმა სოფელ დუისში, საკუთარ საძინებელ ოთახში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრა. საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში დღემდე არავინ არის მიცემული.

მიმდინარე გამოძიებას დღეს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) შეაჯამებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის შეფასებით, პროკურატურის მიერ ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიება ფორმალურ ხასიათს ატარებს. მისივე თქმით, ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნას.

„ერთი წლის დაკვირვება აჩვენებს, რომ მიმდინარე გამოძიება ეფექტიანი არ არის და რაიმე შედეგი არ დამდგარა, ის აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებს.

გავაკრიტიკებთ ამ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას და ამავდროულად, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს მოვუწოდებთ, გამოიყენონ ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ამ საქმეზე, მათ შორის, შექმნან საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით პანკისის ხეობასა და თბილისში არაერთი აქცია გაიმართა. 10 სექტემბრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ იმყოფება და შვილის მკვლელობაში მონაწილეების დასჯას ითხოვს.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

 

ამ თემაზე:

„ლაფანყურზე ათჯერ მძიმე დანაშაულია ჩადენილი - სახლში, საწოლში მომიკლეს მძინარე შვილი“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]