weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იუსტიციის საბჭომ ოთხი მოსამართლე დაითხოვა

12:21 ორშაბათი, 31 დეკემბერი 2018

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ოთხი მოსამართლე - ასმათ კოხრეიძე, მიხეილ ბებიაშვილი, ირაკლი შავაძე და დავით კეკენაძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ისინი მოსამართლეებად სამწლიანი გამოსაცდელი ვადით მუშაობდნენ. საბჭომ მათ უფლებამოსილება აღარ გაუგრძელა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ გაათავისუფლეს კონკრეტულად ირაკლი შავაძე თანამდებობიდან, როდესაც მას გარკვეული ტიპის პრეტენზიები ჰქონდა სასამართლოს იმ თავმჯდომარესთან, სადაც მუშაობდა.

„ჩვენ ვიცით, რომ მოსამართლეთა უმრავლესობას საბჭომ გაუგრძელა უფლებამოსილების ვადა და თანამდებობებზე დანიშნა, თუმცა საერთო ჯამში 9 მოსამართლეა, რომელსაც ამაზე უარი უთხრა. მათ შორის არის ეს ოთხი მოსამართლეც. ჩემთვის ბუნდოვანია, რატომ გადაწყვიტა გადაწყვეტილების მიმღებმა უმრავლესობამ ამ ადამიანებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. მოგეხსენებათ, ირაკლი შავაძეს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა უშუალოდ სასამართლოს თავმჯდომარესთან მიმართებაში, მაგრამ თავმჯდომარე თანამდებობაზე რჩება, მის მიმართ კითხვები არავის გასჩენია, თუმცა შავაძე სამსახურიდან მიდი“, - აღნიშნა ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილიზეწოლასა და უფლებამოსილების გადამეტებაში 2018 წლის თებერვალში დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. შავაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მოსალოდნელი იყო და დავით მამისეიშვილს უკავშირდება. შავაძის თქმით, ის სასამართლოს თავმჯდომარისგუნდში ვერ მოხვდა იმის გამო, რომ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს არ ითვალისწინებდა მამისეიშვილის ინტერესებს.

ირაკლი შავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი. მისი თქმით, აღნიშნული წესი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]