weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

საკონსტიტუციო დღეს გადაწყვეტს შეაჩერებს თუ არა დაგროვებითი პენსიის სავალდებულოობას

10:08 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

დაგროვებითი პენსიის სავალდებულოობის არაკონსტიტუციურობის შესახებ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა სარჩელს არსებითად განსახილველად და შეაჩერებს თუ არა სადავო ნორმების მოქმედებას.

მოსარჩელეები არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, შპს „თორაძე და პარტნიორები“, ედუარდ მარიკაშვილი და დავით თორაძე არიან. დავის საგანი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე მუხლია.

„მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება არღვევს დასაქმებულის ნების ავტონომიას და დამსაქმებელს აიძულებს საპასუხო სარგებლის მიღების გარეშე საპენსიო ფონდში ფინანსური შენატანის გაკეთებას.

ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, დამსაქმებლის მიერ შენატანის განხორციელების ვალდებულება უტოლდება ახალი გადასახადის დაწესებას, რაც კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმის ჩატარების გარეშე დაუშვებელია.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების მოქმედება მათ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს და შუამდგომლობენ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნული ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“, – ნათქვამია საკონსტუტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია 12:00 საათზე განიხილავს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. კანონის მიხედვით, საპენსიო შენატანის გადახდა ევალება ყველა დასაქმებულს და მის სასარგებლოდ ყველა დამსაქმებელს და სახელმწიფოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]