weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარიხუანაზე საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ვენეციის კომისიამ თავის გამოცემაში შეიტანა

13:50 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

ვენეციის კომისიამ თავის პერიოდულ გამოცემაში 2018 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ხუთი გადაწყვეტილება შეიტანა, რომელთა შორის მარიხუანას შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც არის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას პირადი მოხმარებისათვის იმ პირობებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეს მესამე პირებს ან საჯარო ინტერესებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებით დაცულ ქმედებას.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო, რომელსაც მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, მაია კოპალეიშვილი და ევა გოცირიძე შეადგენენ.

ვენეციის კომისიის („ევროპული კომისია დემოკრატიის მეშვეობით“) გამოცემა (e-Bulletin on Constitutional Case-Law) აერთიანებს ევროპის კონტინენტზე და მის მიღმა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების პრეცედენტული მნიშვნელობის სასამართლო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეთა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებას სასამართლო პრაქტიკაში განვითარებული უახლესი ტენდენციების შესახებ.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]