weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორში 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

15:10 ორშაბათი, 27 მაისი 2019
ფოტოზე ნანიკო ბერიაშვილი ფოტოზე ნანიკო ბერიაშვილი

სასამართლომ გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე დაკავებული იაგო ნებიერიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ნებიერიძე დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში.

გორში მცხოვრები 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. რამდენიმე საათში ბავშვის ცხედარი წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის პირას ნახეს. ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

სამართალდამცველებმა 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოგვიანებით მას ბრალი 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაუმძიმდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]