weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

10:18 კვირა, 16 ივლისი 2017

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს. გორის რაიონის სოფელ წითელუბანში თენგიზ კაჯილოვი და ვასილ ბოლოთაევი 15 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარედ საქონელს მწყემსავდნენ.

მომხდარის შესახებ ცნობილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის.

მიმდინარე წლის ივნისში შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერიდან ორი, ხოლო დუშეთის რაიონის სოფელ ძველი ბურღულიდან ოთხი ადამიანი გაიტაცეს. ისინი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

რამდენიმე კვირის წინ გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოსწიეს.

საოკუპაციო ხაზის ე.წ. „უკანონოდ გადაკვეთისთვის“ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები საქართველოს მოქალაქეებს თვითნებურად აკავებენ, რასაც უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე დღიანი ან თვიანი პატიმრობა, დაჯარიმება და შემდგომ გათავისუფლება მოჰყვება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ხელოვნური ბარიერების საერთო სიგრძე თითქმის 51 კილომეტრს შეადგენდა.  2009 – 2015 წლის მარტის განმავლობაში საზღვრის ე.წ. „არალეგალურად გადაკვეთისთვის“ ცხინვალის რეგიონში 840 ადამიანი დააკავეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]