weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თვითონ ამბობს, რომ ლუდი წაისვა, შარდი არ აღმოჩნდა - მარნეულის ყოფილი მერი

12:10 პარასკევი, 14 თებერვალი 2020

„ე.წ. დაზარალებული თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო. მეორე დღეს, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ, იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სახეზე შარდის ნიმუში არ აღმოჩენილა, ჩემი ხმის ნიმუში აიღეს და ვიდეოს არ დაემთხვა, ჩემი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩენილა და არავინ ადასტურებს, რომ მე იქ ვიყავი. როგორ შეიძლება ამის შემდეგ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს. მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მე ამას მივესალმები,“ - აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელიც რუსთავის სასამართლომ გაამართლა.

„როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჟურნალისტები ჩახედულები არ არიან, არ იციან როგორ მიმდინარეობდა პროცესები და რამდენი ადამიანი დაიკითხა, რომელთაგან არცერთი არ აცხადებს იმას, რომ თეიმურაზ აბაზოვმა რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. 130-მდე მოწმე იქნა დაკითხული და არცერთი მათგანი არ ამბობს, რომ მე რაიმე ტიპის დანაშაული მქონდა ჩადენილი. მხოლოდ ერთადერთი მოწმე აცხადებდა, რომ ვიყავი დამნაშავე და დარჩა ბოლომდე ერთადერთად, რომელიც მოვიდა, სამსახური მთხოვა, არც ენა იცოდა, არც დიპლომი ჰქონდა. სამსახურის გაცემა კი კონკურსით ხდება, უარი ვუთხარი და იყო განაწყენებული. შესაძლოა, ვინმემ გამოიყენა მისი განაწყენება და დადგეს ასეთი კადრები. ვისთან ერთად იყო, ვინ გააკეთებინა ან გააკეთებინა თუ არა, ეს მე არ ვიცი. მე ვარ უდანაშაულო და ვარ მსხვერპლი, ჩემს არასრულწლოვან შვილებთან ერთად“, - აღნიშნავს თემურ აბაზოვი.

რუსთავის საქალაქო სასამართლო მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და უდანაშაულოდ სცნო.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მერი, 37 წლის თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევს, რომელმაც იმავე წლის 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, მერმა საჯარო ბოდიში მოახდევინა, ცემა და სახე საკუთარი შარდით მოაბანინა. მოქალაქის დამცირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მარნეულის მერი 6 თვე წინასწარ პატიმრობაში იყო, რის შემდეგაც ის გირაოთი გაათავისუფლეს.

თემურ აბაზოვი, რომელიც არადამიანურ მოპყრობაში იყო ბრალდებული, გასული წლის ნოემბერში საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად იარჩიეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]