weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოქალაქეს, ვინც მარნეულის მერს აგინა, სახე შარდით დააბანინეს და ბოდიში მოახდევინეს

23:12 სამშაბათი, 12 ივნისი 2018
ფოტოზე: მარნეულის მერი თემურ აბაზოვი ფოტოზე: მარნეულის მერი თემურ აბაზოვი

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, ჯერ საჯარო ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს.

„დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას. დიდი მძღ..რი ვჭამე ჩემდაუნებურად. ვთქვი 41 და ვინც ვაწყენინე 41-დან, მომ...ნან პირში. დიდ ბოდიშს ვიხდი, დიდი მძღ..რი ვჭამე“, - ამბობს მოქალაქე.

სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც იგივე პირი სახეს შარდით იბანს (როგორც თავად ამბობს). ვიდეოს გადამღების შეკითხვაზე - რა არის ჭიქაში, ის პასუხობს, რომ შარდია.

მოქალაქეზე შესაძლო ძალადობის და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შესასწავლად სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებმა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს მარნეულში მიაკითხეს, თუმცა სახლთან პოლიციელები დახვდნენ, მამაკაცი სამმართველოში გადაიყვანეს და ჟურნალისტებს მასთან საუბრის საშუალება არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით დაიწყო, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცზე ზეწოლა მან და „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განახორციელეს.

„ამ განცხადებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ. ვიდეო არ მინახავს. ამ ადამიანს არ ვიცნობ. მიხარია, რომ არც გამიგია და არც მინახავს თუ ესეთი შემთხვევა და ფაქტი მოხდა. ვიდეოს ნახვა ჩემთვის სასიამოვნო არ იქნება", - აღნიშნა თემურ აბაზოვმა.

ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა რამდენიმე წყარომ „რეგინფოს“ უთხრა, რომ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახე შარდით დააბანინეს მარნეულის მერის დავალებით და ამ პროცესებში ის თავადაც მონაწილეობდა.

 

ამ თემაზე: 

პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა

მარნეულის მერთან ერთად დევნა დაწყებულია პარლამენტის წევრის და კიდევ 2 პირის მიმართ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]