weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხვიჩა მღებრიშვილი საზღვარზე ღამურების დასაჭერად გადმოვიდა - ცხინვალის დე ფაქტო კაგებე

00:34 პარასკევი, 17 ივლისი 2020

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს, ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დაჭერა ჰქონდა განზრახული.

„მისი ინტერესის მთავარი საგანი ღამურები იყვნენ, რომლებიც ცხინვალის რაიონის სოფლებში არცევსა და ღრომში ბინადრობენ“, - აცხადებს ე.წ. უსაფრხოების კომიტეტი.

მათივე ცნობით, მღებრიშვილმა თქვა, რომ აპირებდა, აღნიშნულ სოფლებში მოპოვებული ღამურები საქართველოში თითო 5000 აშშ დოლარად გაეყიდა.

„სამხრეთოსეთური ღამურების პოპულაციის მიმართ გაძლიერებულ ინტერესს 2012 წლიდან იჩენს ე.წ. „ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“. 2012, 2014 და 2018 წლებში ლაბორატორიის თანამშრომლები სისტემატურად იჭერდნენ ხელფრთიანებს სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რეგიონში - შიდა ქართლში“, - აცხადებს დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გავრცელებული ყურწვეტა მღამიობი (Myotis blythi) თვითაღიარებული რესპუბლიკის წითელ წიგნშია შეტანილი და შესაბამისად, „ნებისმერი ტრანსსასაზღვრო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია მის მოპოვებასთან და რესპუბლიკაში უკანონოდ გადაადგილებასთან, კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 258.1 და 226.1 მუხლებით და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის ტერიტორიაზე დააკავეს. ოჯახი აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მღებრიშვილის მისამართით ცეცხლი გახსნეს.

11 ივლისს, კასპის რაიონში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე გაიტაცეს. უკანონო დაკავების პროცესში, ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრიდან 300 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა, როდესაც რუს მესაზღვრეებს შეეჩეხა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მან მიმალვა სცადა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების მისამართით ათამდე გასროლა განახორციელა, საპასუხო ცეცხლის შედეგად კი ფეხში მსუბუქად დაიჭრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]