weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ოკუპირებულ ახალგორში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გაათავისუფლეს

10:20 ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ ახალგორში 16 აგვისტოს დააკავა, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მეარაყიშვილს ედავებიან, რომ თავისი განცხადებებით დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფს.

გუშინ, გვიან საღამოს, მეარაყიშვილის დაკავების შემდეგ, ახალგორის რაიონში მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. „ეხო კავკაზა“-ს ინფორმაციით, გამომძიებლები მის ელექტრონულ მასალებს ეძებდნენ. სახლიდან წაიღეს მერაყიშვილის კუთვნილი კომპიუტერი.

თამარ მეარაყიშვილი გუშინ, 16 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე დააკავეს, როდესაც თბილისიდან ახალგორში დაბრუნდა. დაკავების მომენტში მისთვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა მეარაყიშვილმა ბოლო პერიოდში უკვე რამდენჯერმე განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შესახებ, რაც მის აქტიურობას უკავშირდება სოციალურ ქსელებსა და მედიის წარმომადგენლებთან. მისივე ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თანამშრობლებმა 8 ივლისს ის ახალგორიდან გაიტაცეს კიდეც და ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მასზე ზეწოლა განხორციელდა. მეარაყიშვილი მაშინ 24 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

16 აგვისტოს მომხდარ დაკავებას გუშინვე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტის დაკავება უნდა შეფასდეს, როგორც მისი იძულება სამუდამოდ დატოვოს ახალგორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]