weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ლენტეხში მშობლების მიერ 8 შვილის სახლში გამოკეტვის ფაქტს პოლიცია იძიებს

17:24 ორშაბათი, 29 იანვარი 2018

პოლიციამ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დევნოზაშვილების ოჯახში, მშობლების მიერ რვა შვილის სახლში გამოკეტვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს.

მეზვრიშვილის თქმით, გამოძიება დაადგენს, არიან თუ არა არასრულწლოვნები შინაპატიმრობაში.

„სვანეთში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხია. ჩვენ ის, რაც შსს-ზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ - დავიწყეთ გამოძიება იძულების მუხლით, მაგრამ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის სწორი გამოსავალი, ვინაიდან საკითხი კომპლექსურია, სენსიტიურია, არასრულწლოვნები არიან ჩართულები ამ პროცესებში და მიგვაჩნია, რომ სოციალური სამსახურების როლი ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ახალი დეპარტამენტის ფარგლებში, მზად ვართ ყველა მხარეს მოვუსმინოთ, ვინც დაინტერესებულია ამ საქმით და ერთად მივიღოთ კანონიერი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურში მშობლებს 8 შვილი - სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი წლებია სახლში ჰყავთ გამოკეტილი. მათგან ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. ამირან დევნოზაშვილი ამბობს, რომ მისი შვილები საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, დევნოზაშვილების ოჯახთან სოციალური მუშაკი 2010 წლიდან მუშაობს. 2011 წელს მშობლებს სასამართლოს მიერ შეზღუდული ჰქონდათ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მაგრამ ვერ მოხერხდა ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა. სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვები მშობლებზე არიან მიჯაჭვული და მათზე ძალადობა არ იკვეთება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]