weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

16:02 სამშაბათი, 06 მარტი 2018

ბათუმის აქციაზე ძალადობის ორგანიზებაში მსჯავრდებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ღოღობერიძის ადვოკატის პაატა შავაძის განცხადებით, ორივე მსჯავრდებულმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა.

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას 18 თვით პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 10 იანვარს მიუსაჯა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ისინი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიცსაზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია2017 წლის 23 აპრილს, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა), თუმცა მოსამართლე მამისეიშვილმა ბრალი 226-ე მუხლით გადააკვალიფიცირა, რაცშედარებით მსუბუქი დანაშაულია.

2017 წლის 11 მარტს ბათუმში სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბნენ. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეკრებილები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოგვიანებით მათ პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. დაამტვრიეს და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და სამოქალაქო პირების მანქანებს. 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე სამართალდამცავებმა 21 ადამიანი დააკავეს, აქედან ორი არასრულწლოვანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]