weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ ფლავისმანიდან რუსმა სამხედროებმა ერთი ადამიანი გაიტაცეს

22:29 სამშაბათი, 17 აპრილი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფლავისმანიდან რუსმა სამხედროებმა თამაზ ილურიძე გაიტაცეს. ადგილობრივების თქმით, 52 წლის მამაკაცი იმ დროს წაიყვანეს, როდესაც სოფლის საძოვარზე საქონელს მწყემსავდა.

რუსმა სამხედროებმა მეორე მწყემსის გატაცებაც სცადეს, თუმცა გელა გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა. თამაზ ილურიძე კი, სავარაუდოდ, ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

„პატარა ტერიტორიაა დარჩენილი, სადაც კიდევ შეგვიძლია გავიაროთ და საქონელი გავატაროთ. იმაშიც გვედავებიან. ჩამოდიან ქვემოთ ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენი ტერიტორიაა, მაგრამ ვერანაირი ძალით წინ ვერ ვუდგებით. ჩვენი მწყემსები მიჰყავთ, რამდენი შემთხვევა მოხდა უკვე“, - ამბობს „რუსთავი 2“-თან ფლავისმანში მცხოვრები თემურ გიუნაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ბოლო დაკავება 7 აპრილს მოხდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა სოფელ აძვიდან ორი მამაკაცი წაიყვანეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]