weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

16:18 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ ეკა მიშველაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო. საზოგადოებრივ მაუწყებელს მიშველაძის სასარგებლოდ 30 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ეკა მიშველაძის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ გამათავისუფლეს. ეს არის ჩემი და ყველა იმ ჟურნალისტის გამარჯვება, ვინც სამსახურიდან უკანონოდ იქნა გათავისუფლებული“, - აღნიშნა მიშველაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. „სასამართლომ დაადგინა, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. ბუნდოვანია რას ეფუძნება კომპენსაციის დაკისრების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილბა. ამიტომ დავას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ადვოკატმა დიმიტრი ხიზანიშვილმა.

ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, მისი გადაცემა „პირველი სტუდია“ კი დაიხურა. მიშველაძემ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად შეაფასა და დაუკავშირა იმას, რომ მისი მეუღლე ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო.

2017 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მიშველაძის სარჩელი. სასამართლომ ბათილად ცნო  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ის ბრძანება, რომლითაც ეკა მიშველაძე სამსახურიდან გათავისუფლდა. შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტის გამო ტელეკომპანიას კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელე დისკრიმინაციის აღიარებასაც ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. ეკა მიშველაძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

ეკა მიშველაძე 2016 წლის მაისიდან საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერია.

 

მსგავი თემა:

ლაშა მესხმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში დავა მოუგო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]