weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელისუფლება ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგისთვის სარჩელს ამზადებს - მინისტრი

11:24 სამშაბათი, 08 მაისი 2018

საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით არსებული სიმძიმე ყველაზე ტრაგიკულად სწორედ არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში გამოვლინდა და აჩვენა, რომ ვითარება არ არის სტატიკური, არამედ ყოველდღიურ გამოწვევებს ქმნის ადამიანებისთვის.

„ჩვენ დღეს ვაწარმოებთ გამოძიებას. სარჩელი მზადდება. ჩვენ ადრეც გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ყველა მშვიდობიან ინსტრუმენტს, რომელიც მის ხელთ არის - დიპლომატიურს, სამართლებრივს, პოლიტიკურს და ა.შ. ეს მზადება ადრეც მიდიოდა და რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სარჩელზე“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის მშობლები და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ითხოვენ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისათვის, საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი მოამზადოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ოჯახს ერთი თვის დაგვიანებით - 20 მარტს გადმოეცა. გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდგომ, ცხედარს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]