weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პრემიერის და შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

14:37 შაბათი, 12 მაისი 2018

„გუშინდელი დღე იყო დადასტურება, რომ საქმე გვაქვს წინასწარ მომზადებულ შეთქმულებასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მათ მოწამლეს ადამიანები, გაიმეტეს სასიკვდილოდ, გაიმეტეს იმისთვის, რათა მოემზადებინათ ნიადაგი 12 მაისის სისხლიანი შავი პარასკევისთვის“, - განაცხადა „თეთრი ხამურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბექა წიქარაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ დიდხანს ვიბრძოდით იმისთვის, რომ სწორი მიმართულებები მიგვეცა ამ ქვეყნის ხელისუფლებისთვის, გვეჩვენებინა მათთვის პრობლემები და რა გზით უნდა წავიდნენ. თუმცა იმას, რასაც ბოლო თვეებში ვხედავთ, შეგვიძლია დავარქვათ მხოლოდ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების კასკადი. ხელისუფლება გვიმეორებს, რომ მისი მთავარი ღირებულება ადამიანია, ის ადამიანი, რომელსაც გუშინ ურტყეს, დაარბიეს და დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ხელისუფლებაა, რომელიც რეჟიმის მიერ ხალხის ცემისა და წამების ხარჯზე მოვიდა და დაპირდა ქვეყანას, რომ ის ამ გზას არასდროს გაივლიდა. მიგვაჩნია, რომ გუშინდელი დღე ძალიან, ძალიან ახლოს იყო წინა რეჟიმის გამოცდილებასთან.

დღეიდან საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით ვიწყებთ პრინციპულ ბრძოლას, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება გვეკუთვნის ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოებას. ძალაუფლება გვეკუთვნის  ხალხს და არა სადღაც სკამებზე მომსხდარ ჩინოვნიკებს, მარიონეტულ რეჟიმებს და სამარცხვინო პოლიტიკოსებს, რომლებიც ბოლო პერიოდია მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ მოახდინონ საღი აზრის დისკრედიტაცია. მოახდინონ იმ ადამიანების დისკრედიტაცია, რომლებსაც წარმოდგენა აქვთ ამ ქვეყნის ჯანსაღ მომავალზე.

მოვუწოდებ საზოგადოებას, მოემზადონ პერმანენტული აქციებისთვის. დღევანდელი აქცია არ დამთავრდება დღეს. გავქვს კონკრეტული მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში არ დავტოვებთ პროტესტის ადგილს“, - განაცხადა წიქარიშვილმა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ითხოვს დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი. ასევე, მოძრაობა მოუწოდებს „მმართველ ძალაში ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომ პოლიტიკოსებს, გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს, რადგან ვაყენებთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა და მოქალაქეების დაკავება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკების 8 რეალიზატორი.  

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]