weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ზაზა თავაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ანაზღაურება მიიღო

13:30 ორშაბათი, 04 ივნისი 2018
ფოტოზე ზაზა თავაძე ფოტოზე ზაზა თავაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ 2017 წელს 138 484 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, ანუ თვეში 11 540 ლარი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აქამდე ყველაზე მეტი წლიური ანაზღაურება 2014 წელს ჰქონდა მიღებული გიორგი პაპუაშვილს, - 135 641 ლარი, რაც თვეში საშუალოდ 11 303 ლარია.  

შეგახსენებთ, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 2014 წლის 27 ოქტომბრიდან გაიზარდა და ამჟამად თვეში 7000 ლარია, რაც წლიურად 84 000 ლარს შეადგენს. მანამდე თავმჯდომარის ხელფასის ოდენობა 5650 ლარი იყო. 

 

მსგავსი თემა:

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს ისტორიაში „სარეკორდო“ ანაზღაურება მიიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]