weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეუფარდა

20:32 ორშაბათი, 11 ივნისი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი სამართალდამრღვევებად ცნო და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცავებმა ზვიად კუპრავა და მასთან ერთად სამი პირი დღეს დილით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათი დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მოხდა.

დღეს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით სულ 19 პირი დააკავეს, მათ შორის, თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე, რომელიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დღესვე სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაშალეს. პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციებში 31 მაისიდან მონაწილეობს, ამბობს, რომ პროტესტი მანამდე არ შეწყდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მისი და ზაზა სარალიძის მოთხოვნა. სარალიძე და მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დაკავებას ითხოვენ. ამასთან, გუშინ მათ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადადგომაც მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]