weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულში, მოქალაქის იძულებას - სახე შარდით დაებანა, პროკურატურა გამოიძიებს

00:02 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქე ელჩინ ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად ქვემო ქართლის საოლქო პროურატურამ გაითხოვა. საქმეს მარნეულის პოლიცია იძიებდა.

როგორც „რეგინფოს“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, 2018 წლის 11 ივნისს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, მარნეულში, ე.ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 144მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

„ამჟამად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას“, - განაცხადეს პროკურატურაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, ჯერ საჯარო ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს.

მოქალაქეზე შესაძლო ძალადობის და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შესასწავლად სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებმა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს მარნეულში მიაკითხეს, თუმცა სახლთან პოლიციელები დახვდნენ, მამაკაცი სამმართველოში გადაიყვანეს და ჟურნალისტებს მასთან საუბრის საშუალება არ მისცეს.

მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი უარყოფს გავრცელებულ იმფორმაციას, რომ მამაკაცზე ზეწოლა მან და „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განახორციელეს.

ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა რამდენიმე წყარომ კი „რეგინფოს“ უთხრა, რომ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახე შარდით დააბანინეს მარნეულის მერის დავალებით და ამ პროცესებში ის თავადაც მონაწილეობდა.

 

ამ თემაზე:

პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]