weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულ 10 პირს პატიმრობა შეეფარდა

09:56 პარასკევი, 20 ივლისი 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ ათ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათგან ერთს - ე.წ. კანონიერ ქურდს, მინდია ლავასოღლის, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ათივე ბრალდებულის ადვოკატმა მათი გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებული - ივანე გიგიაძე შეუძლოდ გახდა. სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. როგორც მისმა მეუღლემ განაცხადა, გაგიაძე მძიმე ავადმყოფია, მას ოპერაცია 20 დღის წინ გაუკეთეს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის ბრალდებები აბსურდულია, სასამართლოს გადაწყვეტილება კი უსამართლო. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

18 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს ივანე გიგიაძე, იმედა აბაშიძე, ჯამბულ ნაკაშიძე, ბეჟან დეკანაძე, მარად წითელაძე, შოთა კეკელიძე და ზაალ ახვლედიანი.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული არიან რამაზ კობახიძე, ბადრი ქობულაძე და გიორგი შავლიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია ლავასოღლის, კანონიერ ქურდობასა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობაში ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. შსს-ს ცნობით, მინდია ლავასოღლი საზღვარგარეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, იმედა აბაშიძის, შოთა კეკელიძის, ივანე გიგიაძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძის და ბეჟან დეკანაძის საშუალებით ახორციელებდა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობას.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]