weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აფგან მუხთარლის დაკავება საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ოპერაცია არ იყო - სუს

20:09 პარასკევი, 09 ივნისი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, სიმართლეს არ შეესაბამება.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რაიმე კავშირს აფგან მუხთარლის საქმესთან კატეგორიულად უარყოფს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

"რადიო თავისუფლების" მერ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, აზერბაიჯანის მეჯლისის დეპუტატი ელმან ნასიროვი ამბობს, რომ აფგან მუხთარლის დაკავება აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს ის ბაქოში აღმოჩნდა, სადაც კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით წინასწარ სამთვიან პატიმრობაშია.

აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ ის ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანელებს გადასცეს. მისი ადვოკატის ელჩინ სადიყოვის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გამოაქვეყნოს თბილისსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მუხთარლის თქმით, ამ მასალების გამოქვეყნებით დადასტურდება, რომ ის ქართველი სამართალდამცავების მიერაა გატაცებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]