weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან მუხთარლი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

15:18 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ჟურნალისტს ბრალად ედება აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

აფგან მუხთარლის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა პირველი ინსტანციის სასამართლომ 31 მაისს შეუფარდა.

აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, მუხთარლი 29 მაისს, 22:40 საათზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს მას შემდეგ, რაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. პროკურატურის განცხადებით, დაკავების დროს მუხთარლიმ საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის დროს დიდი ოდენობით ფული აღმოუჩინეს.

აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ჟურნალისტი თბილისში, 29 მაისს მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა.

„სახლს რომ მიუახლოვდა, უეცრად მის წინ მანქანა გაჩერდა და პოლიციის ფორმაში ჩაცმული სამი ადამიანი გადმოვიდა. მათ თან ახლდათ კიდევ ერთი პირი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მათ მუხთარლი ძალით ჩასვეს მანქანაში, სცემეს და დაზიანებები მიაყენეს. მან წინააღმდეობის გაწევა სცადა, რაც ხელახალი ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. როგორც აფგანი ამბობს, მანქანა, რომელშიც ის ჩასვეს, „ოპელის“ მარკის იყო“, - აცხდადებს ადვოკატი ნემად კერიმლი.

აფგან მუხთარლი საქართველოში 2015 წლის იანვრიდან ცხოვრობდა. მან აზერბაიჯანი 2014 წელს დატოვა, რადგან პროფესიული საქმიანობის გამო ხელისუფლება დევნიდა. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანში ყოფინის დროს არსებობს მუხთარლის მიმართ წამების, არასათანადო მოპყრობისა და არასამართლიანი სასამართლოს რისკი.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას მუხთარლის გათავისუფლებისკენ, ხოლო საქართველოს მთავრობას საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისკენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]