weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტმა 2 გრ კლუბური ნარკოტიკისთვის მსჯავრდებული მამუკა ბერძენიშვილი შეიწყალა

18:33 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

„პირველი არხის“ ყოფილი თანამშრომელი მამუკა ბერძენიშვილი, რომელსაც სასამართლომ 2,027447 გრამი კლუბური ნარკოტიკის, ე.წ. ემდეემას ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, პრეზიდენტმა შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძენიშვილის მეგობარი, ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი ავრცელებს.

მამუკა ბერძენიშვილი იმ 111 მსჯავრდებულს შორისაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეიწყალა.

„დღეს ძალიან ბედნიერი დღე გვაქვს. ჩვენი ძმა, მამუკა ბერძენიშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა. კი მოუწია არაფრის გამო ერთ წელზე მეტი გალიაში ყოფნა, მაგრამ, რაც მთავარია, ხმაურმა და აქტიურობამ შედეგი გამოიღო. ჯერ პროკურატურა (რომელიც თავიდან მაქსიმუმს ითხოვდა და პირველ ჯერზე 8 წელი შეეფარდა ბერძენას) წამოვიდა საპროცესოზე და ახლა უკვე შეწყალება შეეხო“, - წერს გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველოში ათასობით ადამიანია, რომლის საქმეც არ გახმაურდა და ნარკოტიკის პირადი მოხმარებისთვის იხდის სასჯელს.

„სასწრაფოდ უნდა დასრულდეს ეს ფაშიზმი. ადამიანები პირადი მოხმარების გამო ოთხ კედელს შორის აღარ უნდა იყვნენ გამომწყვდეულები“, - წერს ზურაბიშვილი.

მამუკა ბერძენიშვილი 2017 წლის 29 ივნისს, 2 გრამი ე.წ. ემდეემას პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, 2018 წლის 21 მარტს, რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 26 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ჟურნალისტებმა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს და პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს. გარდა ამისა, ჟრნალისტებმა პარლამენტს მოუწოდეს, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა შეცვალოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]