weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი გაათავისუფლა

12:31 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018
ფოტო: Sputnik ფოტო: Sputnik

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, სასამართლომ ოთინაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ ცნო და ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით.

განაჩენის მოსმენის შემდეგ, ოთინაშვილი საბრალდებო დასკვნას დაეთანხმა. მას განაჩენთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია“, - წერს „რეს“-ი.

მაია ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს სოფელ ერგნეთთან გადასცეს.

სამი არასრულწლოვნის დედა, 27 წლის მაია ოთინაშვილი საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით 29 სექტემბერს დილით გაიტაცეს. 2 ოქტომბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ოთინაშვილის წინააღმდეგ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით აღიძრა, რაც საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს. გარდა ამისა, კომიტეტი აცხადებდა, რომ „ოთონაშვილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურების სანაცვლოდ, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მცხოვრებლებს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ხელს უწყობდა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]