weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბიზი ფილიპსმა ჯეიმს ფრანკო არასასურველ მოპყრობაში ამხილა

14:37 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018

39 წლის მსახიობი ელიზაბეტ ჯინ „ბიზი“ ფილიპსი თავის მემუარში (This Will Only Hurt a Little) ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯეიმს ფრანკოსთან ერთად მუშაობის პერიოდსაც იხსენებს, როდესაც ისინი ერთად მონაწილეობდნენ კომედიურ სერიალზე Freaks and Geeks (1999-2000).

როგორც ბიზი ფილიპსი თავის წიგნში წერს, ისინი შეყვარებულ წყვილს თამაშობდნენ. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას, რა დროსაც მის პერსონაჟს ჯეიმს ფრანკოს გმირისთვის ხელი მკერდში ნაზად უნდა დაერტყა, ფრანკო გაბრაზდა, საპასუხოდ ხმამაღლა უყვირა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელისკვრით შორს მოისროლა, რა დროსაც თავბრუ დაეხვა. გადამღები ჯგუფი და სხვა მსახიობები გაოგნდნენ, როდესაც ბიზი ფილიპსი ძირს დაეცა, ჯეიმს ფრანკო კი ყვირილს აგრძელებდა: „აღარასოდეს შემეხო“.

ბიზი ფილიპსი ჯეიმს ფრანკოს ბულერად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მეორე დღეს მსახიობმა მომხდარის გამო ბოდიში იძულებით მოუხადა, რადგან ამის გაკეთება სერიალის შემქმნელებმა აიძულეს, თუმცა ამ ყველაფრის გამო სათანადოდ არ დასჯილა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ფრანკოს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სექსუალური ხასიათის შევიწროებასა და სხვა სახის არასასურველი მოპყრობაში ხუთმა ქალმა დასდო ბრალი.

 

ამ თემაზე:

შერონ სტოუნი ჯეიმს ფრანკოს იცავს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]