weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალი ჯეიმს ბონდი შესაძლოა რიჩარდ მედენი გახდეს

12:15 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, სერიალ „სატახტოთა თამაშის“ ვარსკვლავი რიჩარდ მედენი შესაძლოა, ახალი ჯეიმს ბონდი გახდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ბონდიანას მთავარი პროდიუსერის, ბარბარა ბროკოლის ფავორიტი სწორედ ახალგაზრდა შოტლანდიელი მსახიობია.

რიჩარდ მედენმა HBO-ს პოპულარულ ფენტეზი სერიალში რობ სტარკის როლით გაითქვა სახელი, დაზვერვის თანამშრომლის ამპლუა კი მისთვის უცხო არ არის, რადგან წელს გამოსულ BBC-ის სერიალ „პირად მცველში” (Bodyguard) იგი სწორედ ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელს თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ პერსონაჟ ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმი მზადების პროცესშია. მას კერი ჯოჯი ფუკუნაგა გადაიღებს, ხოლო დენიელ კრეიგი კიდევ ერთხელ დაბრუნდება აგენტი 007-ის როლში. პარალელურად არ წყდება საუბრები აღნიშნულ როლში კრეიგის შემცვლელზე და სავარაუდო სამომავლო კანდიდატებად ტომ ჰარდი, ტომ ჰიდლსტონი, იდრის ელბა, დამიან ლუისი, ეიდან ტერნერი, ჰენრი კავილი და სხვა მსახიობები სახელდებიან.

ამის გარდა იყო მოარული ხმები ჯეიმს ბონდის ქალად გადაქცევაზეც, რაც ბარბარა ბროკოლიმ უარყო და აღნიშნა, რომ პერსონაჟი დაწერილია როგორც მამაკაცი და მას ქალი მსახიობი არასოდეს ითამაშებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]