weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოსკარებზე მომხდარი სკანდალის შესახებ ოფიცალურმა პირებმა განცხადება გააკეთეს

10:27 სამშაბათი, 28 თებერვალი 2017

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიის კულმინაციისას მომხდარი უხერხული გაუგებრობის თაობაზე ოფიციალური განცხადება აუდიტისა და კონსალტინგის კომპანია PricewaterhouseCoopers-მა გააკეთა, რომელიც უკანასკნელი 83 წელია ოსკარების დაჯილდოების ნომინანტებისა და გამარჯვებულების ხმების დათვლის პროცესს უზრუნველყოფს.

სკანდალი, რომელიც შესაძლოა ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი გამოდგეს ოსკარების ისტორიაში, სცენაზე შეცდომით გატანილმა კონვერტმა გამოიწვია, სადაც წლის საუკეთესო ფილმის ნაცვლად ქალის მთავარ როლში გამარჯვებულის ვინაობა იდო. ამის გამო სცენაზე ჯერ შეცდომით გამოცხადებული ფილმის - „ლა ლა ლენდის“ პროდიუსერები ავიდნენ და ჯილდო მიიღეს, მცირე პაუზის შემდეგ კი რეალური გამარჯვებული ფილმი „მთვარის შუქი“ დააჯილდოვეს.

„ჩვენ გულწრფელად ვუხდით ბოდიშს „მთვარის შუქს“, „ლა ლა ლენდს“, ფეი დანაუეის, უორენ ბიტისა და ოსკარის მაყურებლებს ამ შეცდომისთვის, რომელიც დაშვებული იქნა საუკეთესო ფილმის გამოცხადებისას. ნომინაციის გამომცხადებლებს შეცდომით მისცეს სხვა ნომინაციის კონვერტი. ამჟამად ვიძიებთ, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო და ძალიან ვწუხვართ მომხდარზე. ვაფასებთ იმას, რაც ნომინანტებმა, კინოაკადემიამ, ტელეარხმა ABC და წამყვანმა ჯიმი კიმელმა გააკეთეს სიტუაციის გამოსასწორებლად.“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ოსკარების გადაცემის ცერემონიაზე აღნიშნულ კომპანიას კონვერტები, სადაც გამარჯვებულთა ვინაობაა ჩადებული, ტრადიციულად დაკეტილი ჩემოდნებით მიაქვს „დოლბის“ თეატრში, ცერემონიისას კი თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულთა გამომცხადებლებს სცენაზე გასვლისას შესაბამისი კონვერტები ეძლევათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]