აღნიშნული უხერხული სიტუაცია, რომელიც წლის საუკეთესო ფილმის დასახელებას მოჰყვა, როგორც გაირკვა, უკანასკნელი ნომინაციის გამომცხადებლების მიერ სცენაზე კონვერტების შეცდომით გატანამ გამოიწვია - ფეი დანაუეისა და უორენ ბიტის ხელში არსებული კონვერტი, რომელშიც წლის საუკეთესო ფილმის სათაური უნდა ყოფილიყო, კულისებში აერიათ და შეცდომით მისცეს.
საბოლოოდ ცერემონიაზე, რომელმაც დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გამოთქმული სარკასტული გამონათქვამების თანხლებით ჩაიარა, ყველაზე მეტი - 6 ოსკარი გახმაურებულმა მიუზიკლმა „ლა ლა ლენდმა“ მოიპოვა, წლის საუკეთესო ფილმის წოდებასთან ერთად კი „მთვარის შუქმა“ კიდევ ორი ჯილდოს მოგება შეძლო.
2016 წლის სრულმეტრაჟიანი ფილმების ნომინაციებში გამარჯვებულთა სია კი ასეთია:
საუკეთესო ფილმი - Moonlight
საუკეთესო რეჟისორი - დამიენ შაზელი (La La Land)
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი - კეისი აფლექი (Manchester by the Sea)
საუკეთესო ქალი მსახიობი - ემა სტოუნი (La La Land)
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში - მაჰერშალა ალი (Moonlight)
საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში - ვაიოლა დევისი (Fences)
საუკეთესო ორიგინალი სცენარი - კენეტ ლონერგანი (Manchester by the Sea)
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ბარი ჯენკინსი და ტარელ ელვინ მაკკრეინი (Moonlight)
საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის - ჯასტინ ჰურვიცი (La La Land)
საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის - ჯასტინ ჰურვიცი, ბენჯ პასეკი და ჯასტინ პოლი - "City of Stars" (La La Land)
საუკეთესო მთავარი ოპერატორი - ლინუს სანდგრენი (La La Land)
საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი - კოლინ ეტვუდი (Fantastic Beasts and Where to Find Them)
საუკეთესო მხატვრული გაფორმება - La La Land
საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა - Suicide Squad
საუკეთესო მონტაჟი - Hacksaw Ridge
საუკეთესო ხმის მონტაჟი - Arrival
საუკეთესო ხმის ეფექტები - Hacksaw Ridge
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - The Jungle Book
საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Zootopia
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - O.J.: Made in America
საუკეთესო უცხოური ფილმი - The Salesman (ირანი, რეჟ. ასღარ ფარჰადი)