მაიკლ რედფორდის თქმით, ის და ალ პაჩინო დიდი ხანია ოცნებობდნენ „მეფე ლირის“ გადაღებაზე და საამისოდ ავთენტურ გარემოზე, ანტურაჟზე, კოსტიუმებსა და დეკორაციებზე დიდ ხანს მუშაობდნენ. ოსკარის ორგზის ნომინანტი რეჟისორისავე განმარტებით, ახალი კინოვერსია და მისეული სცენარი შექსპირის პიესასთან ზედმიწევნით ახლოს იქნება.
შეგახსენებთ, რომ „მეფე ლირამდე“ მაყურებელი ალ პაჩინოს მარტინ სკორსეზესა და კვენტინ ტანარტინოს ახალ ფილმებში იხილავს.
აღსანიშნავია, რომ მცირე ხნის წინ „მეფე ლირის“ BBC-ის სატელევიზიო კინოვერსიაში, სადაც მოქმედება თანამედროვე დროში იყო გადმოტანილი, მთავარი როლი ენტონი ჰოპკინსმა შეასრულა.