weather cur horoscope tv
ივლისი 13, 2020

ალ პაჩინო კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში ითამაშებს

13:07 პარასკევი, 08 ივნისი 2018 hits 997

კენტინ ტარანტინოს ახალი ფილმისთვის სამსახიობო გუნდის შევსება კიდევ გრძელდება. წინა დღეს დამატებული ახალი მსახიობების შემდეგ, ფილმში სახელწოდებით „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time in Hollywood), ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავი ალ პაჩინოც მიიღებს მონაწილეობას.

ოსკაროსანი ვეტერანი მსახიობი რეჟისორის რიგით მე-9 ფილმში მსახიობთა აგენტს, სახელად მარვინ შვარცს განასახიერებს, რაც დუეტისთვის პირველი თანამშრომლობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფილმში, რომლის სიუჟეტი 60-იანი წლების მიწურულს ჰოლივუდში ვითარდება, მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი შეასრულებენ. მათ გარდა მონაწილეობას ასევე მიიღებენ: მარგო რობი, კურტ რასელი, მაიკლ მადსენი, ტიმ როთი და ბერტ რეინოლდსი.

 

ამ თემაზე:

კვენტინ ტარანტინომ ახალი ფილმის დეტალები გაამხილა

ტარანტინოს ახალ ფილმს სამი ოსკარის მფლობელი ოპერატორი გადაიღებს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]