აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ხომალდი სახელად InSight, მარსზე წარმატებით დაეშვა. რიგით მე-8 მისია ვანდენბერგის საჰაერო ბაზიდან 5 მაისს გაუშვეს. ხომალდი, რომელმაც კოსმოსში მოგზაურობაში 6 თვეზე მეტი გაატარა, მარსზე არსებული ვულკანური მთა ელიზიუმის სამხრეთით მდებარე დაბლობზე დაჯდა.
მარსზე დაჯდომის შემდეგ InSight „წითელი პლანეტის“ ზედაპირს გაბურღავს, რათა შიდა ტემპერატურა გაზომოს, სეისმომეტრით კი მიწისძვრებისა და დაცემული მეტეორიტების ტალღების მონიტორინგი განახორციელოს და .
InSight-ის ორწლიანი მისიის (728 დღე) მიზანია, პასუხი გასცეს ფუნდამენტურ შეკითხვებს დედამიწის მსგავსი პლანეტების ფორმირების შესახებ.
მსგავსი სტატია:
NASA-ს ხომალდი შვიდ სხვადასხვა ასტეროიდს მოინახულებს