weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინგლისის ზოოპარკში თოვლის ლეოპარდი მოკლეს

14:02 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

ინგლისის ქალაქ დადლის ზოოპარკში უსაფრთხოების ზომების გამო იძულებულნი გახდნენ, მოეკლათ თოვლის ლეოპარდი (Uncia uncia) სახელად მარგაში, რომელმაც მომვლელის მიერ ღია დატოვებულ ვოლიერს თავი დააღწია.

9 წლის მარგაში, რომლის გაქცევაც მომვლელის უყურადღებობის ბრალი იყო, დადლის ზოოპარკში 2011 წლიდან ცხოვრობდა. იგი 2010 წელს ქალაქ ნორფოლკში, ბანჰემის ზოოპარკში დაიბადა, დადლის ზოოპარკში კი ბოლო პერიოდში სამი წლის მდედრთან, ტაიგასთან ერთად ცხოვრობდა.

„ეს წარმოუდგენლად სევდიანი ინციდენტი იყო და ჩვენი თანამშრომლების სრული შემადგენლობა გულნატკენია.

მოკვლა ყოველთვის იყო და არის ბოლო საშუალება პრობლემის გადასაჭრელად. მარგაშის ვოლიერში დაბრუნება ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ მოვახერხეთ, შემდეგ ტრანკვილიზატორი ვცადეთ, რომელმაც არ გაჭრა და რადგან უკვე ბნელდებოდა, ვეღარ გავრისკავდით ადამიანთა უსაფრთხოების გამო“, - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა დერეკ გროუვმა.

ზოოპარკი ქალაქ დადლის შუაგულში მდებარეობს, ახლოს კი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, მაღაზიები და სახლებია.

 

ამ თემაზე:

თოვლის ლეოპარდი საფრთხეში მყოფ სახეობად აღარ ითვლება

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]