აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) იმდენი წერილი მიიღო, რომ გადაწყვიტა, „ტვიტერზე“ სახალისო პოსტით გაეცა პასუხი „მარველისთვის“
„შევიტყვეთ ტონი სტარკის შესახებ. რამდენადაც ვიცით, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის მისიის მართვის ცენტრში ამის მოსმენა - ‘შურისმაძიებლებო, პრობლემა გვაქვს’, მაგრამ თუ სტარკი ვერ გამოგეხმაურათ, მაშინ გირჩევთ, ხმელეთის ყველანაირი შესაძლებლობა გამოიყენოთ კოსმოსის სკანირებისთვის თქვენი დაკარგული ადამიანის გადასარჩენად.“ - წერია NASA-ს ოფიციალურ გვერდზე.
მოვლენებს არ ჩამორჩა რუსული კოსმოსური სააგენტოც. Роскосмос-მა ასევე უპასუხა კომპანია „მარველს“ და ორი კოსმონავტის, სერგეი პროკოპიევისა და ოლეგ კონონენკოს დახმარებით, ტონი სტარკის პოვნას დაპირდა.