ამფიბიას სახელი კომპანია EnviroBuild-ის ხელმძღვანელმა ეიდან ბელმა შეურჩია და სახელის დარქმევის უფლება აუქციონზე 25 000 დოლარად შეიძინა.
კომპანიაში განმარტეს, რომ ტრამპის სახელის მინიჭებით ისინი ცდილობენ, ადამიანებმა მეტი ყურადღება გაამახვილონ კლიმატის ცვლილებებზე, რასაც დონალდ ტრამპი გაურბის, უსინათლო ამფიბიების ეს სახეობა კი სწორედ დონალდ ტრამპივით მალავს თავს ქვიშაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კალიფორნიაში აღმოჩენილ ჩრჩილის სახეობას ოქროსფერი თმის გამო ასევე დონალდ ტრამპის სახელი უწოდეს.