weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროდიუსერთა გილდიამ წლის საუკეთესო ფილმად „მწვანე წიგნი“ აღიარა

16:19 ორშაბათი, 21 იანვარი 2019

ამერიკის პროდიუსერთა გილდიამ (PGA) საიუბილეო, რიგით 30-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმად რასობრივ თემატიკაზე შექმნილი, რეალური ისტორიით შთაგონებული კომედიური დრამა „მწვანე წიგნი“ (Green Book) დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ოსკარების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ნამუშევარი უკვე გახდა ოქროს გლობუსების გამარჯვებული სურათი, ნომინაციებში - წლის საუკეთესო კომედიური ფილმი, საუკეთესო სცენარი, მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი (მაჰერშალა ალი).

60-იან წლებში, აფრო-ამერიკელ ჯაზის პიანისტ დონ შირლისა და მისი იტალო-ამერიკელ მძღოლს განვითარებული უჩვეულო მეგობრობის კინოისტორია ამერიკელმა პროდიუსერებმა 10 ფილმს შორის აღიარეს. „მწვანე წიგნის“ კონკურენტები იყვნენ: Black Panther, BlacKkKlansman, Bohemian Rhapsody, Crazy Rich Asians, The Favourite, A Quiet Place, Roma, A Star Is Born, Vice.

პროდიუსერთა გილდიის ამავე დაჯილდოებაზე საუკეთესო ანიმაციად Spider-Man: Into the Spider-Verse დასახელდა, საუკეთესო დოკუმენტურ ნამუშევრად კი - ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვან ფრედ როჯერსზე შექმნილი ფილმი Won't You Be My Neighbor?.

 

მსგავსი სტატია:

კრიტიკოსთა დაჯილდოების გამარჯვებული ალფონსო კუარონის „რომა“ გახდა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]