ე.წ. ჯალო ჟანრის ოსტატმა აღიარა, რომ ლუკა გუადანინოს ახალმა კინოვერსიამ იგი ვერ მოხიბლა და აღნიშნა, რომ რიმეიქმა „ორიგინალი ფილმის სულს უღალატა“. 78 წლის რეჟისორის თქმით, რიმეიქს არ აქვს მუსიკა, არ აქვს შიში და ვერ აკმაყოფილებს მოლოდინს.
შეგახსენებთ, რომ მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ „სუსპირიას“ რიმეიქი ოსკარის ნომინანტმა იტალიელმა რეჟისორმა ლუკა გუადანინომ გადაიღო. ფილმის პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც სურათი მთავარ საკონკურსე პროგრამაში იყო, თუმცა კინოკრიტიკოსებმა და მაყურებლებმა ფილმი არაერთგვაროვნად შეაფასეს - ნაწილს მოეწონა, ნაწილმა კი გუადანინოს შრომა დაიწუნა. ამასთანავე ფილმი სხვადასხვა კინოდაჯილდოებებზე მოხვდა, ამავდროულად კი 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ფილმად შეირაცხა.