weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსე პროგრამა ცნობილია

11:39 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

ვენეციის რიგით 75-ე კინოფესტივალის ოფიციალური საკონკურსე პროგრამა ცნობილია. ფესტივალზე, რომელიც იტალიურ „არხების ქალაქში“ მიმდინარე წლის 29 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ჩატარდება, კინოჯილდოებისთვის პოლ გრინგრასის, ძმები კოენების, იორგოს ლანთიმოსის, დამიენ შაზელის, კარლოს რეიგადასის, მაიკ ლის, ალფონსო კუარონის, ლუკა გუადანინოს და სხვა ცნობილ რეჟისორთა უახლესი ფილმები იბრძოლებენ.

კინოფესტივალს ახალგაზრდა ოსკაროსანი რეჟისორის, დამიენ შაზელის ბიოგრაფიული დრამა „პირველი ადამიანი“ გახსნის. ვენეციის წლევანდელ კინოფესტივალზე მის გარდა სხვა ბიოპიკიბეცაა ჩართული ოფიციალურ პროგრამაში, ესენია: „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელისა და ოსკარის ნომინანტი ჯულიან შნაბელის ფილმი ვინსენტ ვან გოგის შესახებ და ასევე კინოაკადემიის ნომინანტი პოლ გრინგრასის სურათი „22 ივლისი“, რომელიც ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობის შესახებაა.

ვენეციაში წარმოდგენილი ასევე იქნება ორი ბრიტანული ისტორიული ჟანრის კოსტიუმირებული დრამა, რომლებიც ასევე მოიაზრება წლევანდელი ოქროს გლობუსებისა და ოსკარების პრეტენდენტებად. ესენია: იორგოს ლანთიმოსის „ფავორიტი“ და მაიკ ლის „პიტერლოო“.

აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის პროგრამაშია ორი ვესტერნი: ეთან და ჯოელ კოენების უახლესი ნამუშევარი, რომელიც ანთოლოგიურ მინი-სერიალს წარმოადგენს და აღიარებული ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის ფილმი „ძმები სისტერსები“.

საინტერესოა ოფიციალურ პროგრამაში ლუკა გუადანინოს ახალი ნამუშევრის, იტალიური კლასიკური საშინელებათა ფილმ „სუსპირიას“ რიმეიქის ყოფნაც, სრულად კი ვენეციის 2018 წლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა შემდეგნაირია:

22 July (ნორვეგია, ირლანდია) - რეჟ. პოლ გრინგრასი

Acusada / The Accused (არგენტინა, მექსიკა) - რეჟ. გონსალო ტობანი

At Eternity’s Gate (აშშ, საფრანგეთი) - რეჟ. ჯულიან შნაბელი

Capri-Revolution (იტალია, საფრანგეთი) - რეჟ. მარიო მარტონე

Doubles vies / Non-Fiction (საფრანგეთი) - რეჟ. ოლივიე ასაიასი

Frères ennemis / Close Enemies (საფრანგეთი, ბელგია) - რეჟ. დავიდ ულჰოფენი

First Man (აშშ) - რეჟ. დამიენ შაზელი

Killing (იაპონია) - რეჟ. შინია ცუკამოტო

Napszállta / Sunset (უნგრეთი) - რეჟ. ლასლო ნემეში

Neustro tiempo (მექსიკა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი) - რეჟ. კარლოს რეიგადასი

Peterloo (დიდი ბრიტანეთი, აშშ) - რეჟ. მაიკ ლი

Roma (მექსიკა) - რეჟ. ალფონსო კუარონი

Suspiria (იტალია) - რეჟ. ლუკა გუადანინო

The Favourite (აშშ, დიდი ბრიტანეთი) - რეჟ. იორგოს ლანთიმოსი

The Ballad of Buster Scruggs (აშშ) - რეჟ. ჯოელ კოენი &  ეთან კოენი

The Mountain (აშშ) - რეჟ. რიკ ალვერსონი

The Nightingale (ავსტრალია) - რეჟ. ჯენიფერ კენტი

The Sisters Brothers (საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი, რუმინეთი) - რეჟ. ჟაკ ოდიარი

Vox Lux (აშშ) - რეჟ. ბრეიდი კორბე

Werk ohne Autor / Never Look Away (გერმანია) - რეჟ. ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი

What You Gonna Do When the World's on Fire? (იტალია, აშშ) - რეჟ. რობერტო მინერვინი

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებს ფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტი ოსკაროსანი მექსიკელი სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი გილერმო დელ ტოროა. ჟიურის შემადგენლობაში ასევე არიან: სილვია ჩანი (ტაივანელი მსახიობი, მომღერალი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი), ტრინე დიურჰოლმი (დანიელი მსახიობი), ნიკოლ გარსია (ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი), პაოლო ჯენოვეზე (იტალიელი რეჟისორი და სცენარისტი), მალგოჟატა შუმოვსკა (პოლონელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი), ტაიკა ვაიტიტი (ახალ ზელანდიელი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი), ქრისტოფ ვალცი (ავსტრიელი მსახიობი), ნაომი უოტსი (ინგლისელი მსახიობი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]