weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დარიო არჯენტომ „სუსპირიას“ რიმეიქი გააკრიტიკა

14:34 სამშაბათი, 22 იანვარი 2019

საკულტო იტალიური საშინელებათა ფილმების ავტორმა, სცენარისტმა და რეჟისორმა დარიო არჯენტომ იტალიურ რადიო Rai 1-ის გადაცემაში თავისი ყველაზე ცნობილი ჰორორ-კლასიკის, „სუსპირიას“ რიმეიქზე ისაუბრა.

ე.წ. ჯალო ჟანრის ოსტატმა აღიარა, რომ ლუკა გუადანინოს ახალმა კინოვერსიამ იგი ვერ მოხიბლა და აღნიშნა, რომ რიმეიქმა „ორიგინალი ფილმის სულს უღალატა“. 78 წლის რეჟისორის თქმით, რიმეიქს არ აქვს მუსიკა, არ აქვს შიში და ვერ აკმაყოფილებს მოლოდინს.

შეგახსენებთ, რომ მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ „სუსპირიას“ რიმეიქი ოსკარის ნომინანტმა იტალიელმა რეჟისორმა ლუკა გუადანინომ გადაიღო. ფილმის პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც სურათი მთავარ საკონკურსე პროგრამაში იყო, თუმცა კინოკრიტიკოსებმა და მაყურებლებმა ფილმი არაერთგვაროვნად შეაფასეს - ნაწილს მოეწონა, ნაწილმა კი გუადანინოს შრომა დაიწუნა. ამასთანავე ფილმი სხვადასხვა კინოდაჯილდოებებზე მოხვდა, ამავდროულად კი 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ფილმად შეირაცხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]