weather cur horoscope tv
დეკემბერი 31, 2024

ბრაიან სინგერს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ოთხი მამაკაცი ადანაშაულებს

11:37 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

ჰოლივუდელ რეჟისორ ბრაიან სინგერს კიდევ ოთხი მამაკაცი სდებს ბრალს გაუპატიურების სხვადასხვა შემთხვევაში, რომლებსაც ადგილი 90-იან წლებში ჰქონდა, როდესაც ისინი არასრულწლოვანები იყვნენ.

ბრალდებები მამაკაცების მოდის ჟურნალ Esquire-ის ჟურნალისტებმა, ალექს ფრენჩმა და მაქსიმილიან პოტერმა გამოაქვეყნეს, რომლებმაც აღნიშნულ საქმეზე ერთი წელი იმუშავეს. ჟურნალისტური გამოძიებისას მათ 50-მდე ადამიანი გამოკითხეს.

ვიქტორ ვალდოვინოსის თქმით, ის 13 წლის იყო, როდესაც ბრაიან სინგერმა მასზე იძალადა 1997 წელს ფილმ Apt Pupil-ის გადაღებების დროს. აღსანიშნავია, რომ 1998 წლის აპრილში 14 წლის დევინ სენტ ალბინის მშობლებმა იგივე ფილმის გადაღებების პერიოდში მომხდარი სექსუალური ხასიათის შევიწროვების გამო რეჟისორს სასამართლოში უჩივლეს - ბრაიან სინგერი მოზარდებს აბაზანაში ვიდეოს ნებართვის გარეშე უღებდა.

სხვა სამმა ბრალმდებელმა თავიანთი სახელების გაჟღერება არ ისურვა. ერთი მათგანის თქმით, „ბოჰემური რაფსოდიის“ რეჟისორმა მისი შებმა სცადა, როდესაც ის 17 წლის იყო, მეორეს აღიარებით კი, 1997 წელს, როდესაც ის 17 წლის იყო, რეჟისორს საკუთარ სახლში მასთან სექსი ჰქონდა. რაც შეეხება მესამეს, მამაკაცმა განაცხადა, რომ 1997 წელს, 15 წლის ასაკში ბრაიან სინგერს მასთან სექსი ძალის გამოყენებით ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ „იქს-ადამიანების“ კინოსერიებით ცნობილ რეჟისორს პირველმა ბრალი სესარ სანჩეს-გუსმანმა დასდო, როდესაც ბრაიან სინგერი მან 2003 წელს მომხდარი გაუპატიურების ბრალდებით ამხილა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]