weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბრაიან სინგერი მის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს

12:24 შაბათი, 09 დეკემბერი 2017

ამერიკელი კინორეჟისორი ბრაიან სინგერი უარყოფს მის წინააღმდეგ არსებულ სექსუალური ძალადობის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც მან 2003 წელს 17 წლის ბიჭზე იძალადა. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 52 წლის რეჟისორი ფილმ „ბოჰემური რაფსოდიის“ გადაღებებიდან გაათავისუფლეს და სხვა რეჟისორით ჩაანაცვლეს.

„იქს-ადამინების“ კინოსერიებით ცნობილი რეჟისორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი სესარ სანჩეს-გუსმანმა შეიტანა. მისი ბრალდების მიხედვით, შემთხვევა 2003 წელს, სიეტლის მახლობლად სანაპიროზე, მდიდარი ინვესტორის, ლესტერ უოტერსის იახტაზე მოხდა, სადაც გეი-წვეულება იმართებოდა. ბრაიან სინგერმა იგი კაიუტაში ჩაკეტა და სექსუალური კავშირის დამყარება აიძულა, უარის მიღების შემდეგ კი გააუპატიურა და ასევე დაემუქრა, რომ თუკი აღნიშნულის შესახებ რამეს იტყოდა, საჭირო ხალხის დახმარებით მის რეპუტაციას დაანგრევდა.

ბრაიან სინგერის ადვოკატი ენდრიუ ბრეტლერი აცხადებს, რომ რეჟისორი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ცნობილია, რომ ბრაიან სინგერი ბისექსუალია და მისი თქმით, თავის ფილმოგრაფიაზე გავლენა ებრაულ საზოგადოებაში გაზრდამ და სექსუალურმა უმცირესობამ იქონია. რეჟისორს მსახიობ მიშელ კლუნისგან 2015 წელს ვაჟი შეეძინა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]