weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პიტერ ჯექსონი The Beatles-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

17:13 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

სამი ოსკარის მფლობელი ახალ ზელანდიელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი პიტერ ჯექსონი ლეგენდარულ მუსიკალურ ჯგუფ The Beatles-ზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, რომელიც პოპულარულ ალბომ Let It Be-ს გამოშვებას მიეძღვნება.

პიტერ ჯექსონს უკვე ხელთ აქვს 55-საათიანი გამოუქვეყნებელი ვიდეომასალა და 140-საათიანი ხმოვანი ჩანაწერი, რომლებსაც რეჟისორი ციფრულ ფორმატში აღადგენს და დოკუმენტური სურათისთვის გამოიყენებს.

The Beatles-ის დოკუმენტური ფილმის შემთხვევაშიც პიტერ ჯექსონი იგივე ტექნოლოგიას მიმართავს, რაც მან უკანასკნელ ნამუშევარში გამოიყენა. იგულისხმება, ძველი მასალის ციფრულ მატერიალზე გადატანა და რესტავრირება.

პიტერ ჯექსონის თქმით, ფილმი, რომელიც 1969 წელში გადაგვიყვანს, იქნება ის დაუვიწყარი თავგადასავალი, რასაც ჯგუფის ფანატები დიდი ხანი ელოდნენ. ფილმი 2020 წელს გამოვა.

აქვე გეტყვით, რომ 31 იანვარს ზუსტად 50 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა The Beatles-მა უკანასკნელი კონცერტი გამართა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]